Table of Contents

ბუღალტრული ანგარიშის ბარათი

ანგარიშთა გეგმაში შემავალ თითოეულ ბუღალტრულ ანგარიშს სისტემაში აქვს საკუთარი ბარათი, რომელიც მოიცავს ძირითად ინფორმაციას და მისი პარამეტრების შესახებ. ანგარიშის ბარათი შეიცავს ლოკალიზაციის ფუნქციონალთან დაკავშირებულ შემდეგ ველებს:

ველი აღწერა
არ გამოიყენება კორესპონდენციაში ეს ველი საშუალებას გაძლევთ გამორთოთ ანგარიშისთვის კორესპონდენციის გატარებების გენერაცია. როდესაც ეს პარამეტრი გამორთულია - კორესპონდენციის გატარებები გენერირდება.
კორესპონდენციის გატარება დღგ-თი ეს ველი საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ, შეიქმნება თუ არა კორესპონდენციის გატარებები დღგ-ს თანხებისთვის.
მოკორესპოდენტო ანგარიშის ფილტრი ეს ველი საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ შესაბამისი ბუღალტრული ანგარიში, რომლისთვისაც შეიქმნება კორესპონდენციის გატარებები.
გადახურვის დებეტი ანგარიში ეს ველი გამოიყენება მოგება/ზარალის დახურვის დავალების გაშვებისას, რომელზეც უნდა დაიპოსოს თანხა დებეტური ანგარიშზე გადახურვის დროს.
გადახურვის კრედიტი ანგარიში ეს ველი გამოიყენება მოგება/ზარალის დახურვის დავალების გაშვებისას, რომელზეც უნდა დაიპოსოს თანხა დებეტური ანგარიშზე გადახურვის დროს.
მოგება/ზარალზე გადახურვა ეს ველი საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ, ანგარიშის უნდა გადაიხუროს თუ არა გაუნაწილებელი მოგება/ზარალის ანგარიშზე.
გარესაბალანსო განსაზღვრავს, არის თუ არა ანგარიში გარესაბალანსო.
თანხის გადატანა მოგება/ზარალის ანგარიშზე კორესპონდეცნიისთვის განსაზღვრავს, რომ შემოსავლებისა და ხარჯების თანხა გადაიტანება კორესპონდენციის ფილტრში მითითებულ ანგარიშზე ან შესაბამისი ნიშნის მქონე ბოლო ხაზზე.

ასევე, ანგარიშის ბარათს დაემატა ცხრილი, რომელიც საშუალებას იძლევა სწორად განისაზღვროს კორესპონდენციის შექმნა ACY-სთან, ფასდაკლებით გაყიდვის დაპოსტვისას. შესაბამისი პარამეტრების შესაყვანად, გახსენით ბუღალტრული ანგარიშის ბარათი, გადადით სხვა > ანგარიში > მოკორესპოდენტო თანხის გადატანა და შეავსეთ ცხრილის შესაბამისი ველები.

ველი აღწერა
ანგარიში განსაზღვრავს ანგარიშის ნომერს, რომელზეც გადატანილი იქნება დამრგვალების თანხა.
დოკუმენტის ტიპი განსაზღვრავს დოკუმენტის ტიპს, რომლის მიხედვითაც დამრგვალებისთვის.