გაცვლითი კურსის კორექტირება
ვალუტის კურსების მუდმივი მერყეობის გამო საჭირო ხდება დამატებითი ვალუტის პერიოდული კორექტირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უცხოური (ან დამატებითი) ვალუტიდან ლოკალურ ვალუტაში კონვერტირებული და მთავარ საბუღალტრო წიგნში ასახული თანხები შესაძლოა არ იყოს ზუსტი. გარდა ამისა, დღიური ოპერაციები, რომლებიც დაფიქსირდა მანამდე, სანამ პროგრამაში დღიური გაცვლითი კურსი შეიყვანებოდა, უნდა განახლდეს კურსის ინფორმაციის შეყვანის შემდეგ.
გაცვლითი კურსის კორექტირება პარტიული დავალება გამოიყენება კლიენტების, მომწოდებლების, თანამშრომლების და საბანკო ანგარიშების უკვე გატარებული ოპერაციების ვალუტის კურსების კორექტირებისთვის. ასევე შესაძლებელია დამატებითი საანგარიშო ვალუტის თანხების კორექტირება მთავარი საბუღალტრო წიგნის (G/L) ჩანაწერებში.
გავლენა კლიენტებზე, მომწოდებლებზე და თანამშრომლებზე
კლიენტის, მომწოდებლის და თანამშრომლის ინვოისებისთვის, პარტიული დავალება კურსთაშორის სხვაობას არეგულირებს პარტიულ დავალებაში მითითებული გატარების თარიღის კურსის გამოყენებით. პარტიული დავალება ითვლის სხვაობას ინდივიდუალური ვალუტის ნაშთებისთვის და აჩვენებს თანხებს იმ G/L ანგარიშზე, რომელიც მითითებულია არარეალიზებული მოგების ანგარიში ან არარეალიზებული ზარალის ანგარიში ველებში ვალუტების გვერდზე. დამაბალანსებელი ოპერაციები ავტომატურად აისახება კლიენტის/მომწოდებლის ან თანამშრომლის ანგარიშებზე მთავარ საბუღალტრო წიგნში.
პარტიული დავალება ამუშავებს კლიენტის, მომწოდებლის და თანამშრომლის ყველა ღია ლეჯერის ჩანაწერს. იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის მერყეობა იწვევს კორექტირებას, პარტიული დავალება ქმნის ახალ დეტალურ ლეჯერის ჩანაწერს, რომელიც ასახავს დაკორექტირებულ თანხას შესაბამისი კლიენტის, მომწოდებლის ან თანამშრომლის ლეჯერის ჩანაწერისთვის.
გავლენა საბანკო ანგარიშებზე
საბანკო ანგარიშებისთვის, პარტიული დავალება კურსთაშორის სხვაობას არეგულირებს პარტიულ დავალებაში მითითებული გატარების თარიღის კურსის მიხედვით. პარტიული დავალება ითვლის სხვაობას თითოეული იმ საბანკო ანგარიშისთვის, რომელსაც აქვს ვალუტის კოდი, და აჩვენებს თანხებს იმ G/L ანგარიშზე, რომელიც მითითებულია რეალიზებული მოგების ანგარიში ან რეალიზებული ზარალის ანგარიში ველებში ვალუტების გვერდზე. დამაბალანსებელი ოპერაციები ავტომატურად აისახება იმ საბანკო ანგარიშებზე, რომლებიც განსაზღვრულია საბანკო ანგარიშების გატარების ჯგუფებში. პარტიული დავალება თითოეული ანგარიშთა ჯგუფისთვის ითვლის ერთ ვალუტურ ოპერაციას.
გავლენა G/L ანგარიშებზე
თუ გატარება ხორციელდება დამატებით საანგარიშო ვალუტაში, პარტიული დავალების გამოყენებით შესაძლებელია ახალი G/L ჩანაწერების შექმნა ლოკალურ და დამატებით საანგარიშო ვალუტებს შორის კურსების კორექტირებისთვის. პარტიული დავალება ითვლის სხვაობებს თითოეული ლეჯერის ჩანაწერისთვის და ახორციელებს მათ კორექტირებას თითოეული G/L ანგარიშისთვის განსაზღვრული გაცვლითი კურსის კორექტირება ველის მნიშვნელობის მიხედვით.
ჩანაწერების გატარებაზე მოქმედი პარამეტრების შემოწმება გაცვლითი კურსის კორექტირების პარტიული დავალების შესრულებისას
- ვალუტის პარამეტრები. ვალუტების კონფიგურაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვალუტების გვერდი.
- მთავარი საბუღალტრო წიგნის კონფიგურაცია. ვალუტის კორექტირებისt ჩანართში მთავარი საბუღალტრო წიგნის კონფიგურაციის გვერდზე მოცემულია შემდეგი პარამეტრები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩანაწერების გატარებაზე კურსის კორექტირების შესრულებისას:
- ვალუტის კორექტირება შესწორებით – თუ ეს პარამეტრი ჩართულია, კურსის კორექტირების ჩანაწერები აისახება G/L ჩანაწერებში უარყოფითი რევერსის მეთოდით;
- მოგება/ზარალის შეჯამება – თუ ეს პარამეტრი ჩართულია, არარეალიზებული კურსთაშორისი სხვაობების გაანგარიშებისას მოგება ან ზარალი გამოქვეყნდება შეჯამებული სახით;
- ვალუტის გაცვლითი კურსის კორექტირება ავანსებისთვის – თუ ეს პარამეტრი ჩართულია, გაცვლითი კურსის კორექტირების პერიოდული დავალება გადააფასებს გადახდის ტიპის ოპერაციებს.
გაცვლითი კურსის კორექტირების პარტიული დავალების გაშვება
გაცვლითი კურსის კორექტირება პარტიული დავალების გასაშვებად:
- აირჩიეთ
ღილაკი, შეიყვანეთ გაცვლითი კურსის კორექტირება, შემდეგ აირჩიეთ შესაბამისი ბმული, ან გამოიყენეთ პროცესი > გაცვლითი კურსის კორექტირება ფუნქცია ვალუტების გვერდზე. - გახსნილ ფანჯარაში შეავსეთ შემდეგი ველები:
| ველი | აღწერა |
|---|---|
| საწყისი თარიღი | განსაზღვრავს საწყის თარიღს ჩანაწერების მოსაძებნად და დასაკორექტირებლად. ველი შეიძლება დარჩეს ცარიელი, რათა დაკორექტირდეს ყველა ჩანაწერი. |
| საბოლოო თარიღი | განსაზღვრავს საბოლოო თარიღს ჩანაწერების მოსაძებნად და დასაკორექტირებლად. |
| გატარების აღწერა | განსაზღვრავს ტექსტს იმ G/L ჩანაწერებისთვის, რომლებიც შეიქმნება პარტიული დავალების მიერ. ძირითადი, ტექსტია "გაცვლითი კურსის კორექტირება %1 %2", სადაც %1 - ვალუტის კოდი, %2 - დასაკორექტირებელი ვალუტის თანხა. |
| გატარების თარიღი | განსაზღვრავს თარიღს, როდესაც კორექტირების ჩანაწერები აისახება. ეს თარიღი, როგორც წესი, ემთხვევა პარტიული დავალების საბოლოო თარიღს. |
| დოკუმენტის ნომერი | განსაზღვრავს დოკუმენტის ნომერს, რომელიც გამოჩნდება პარტიული დავალების მიერ შექმნილ G/L ჩანაწერებზე. |
| G/L ანგარიშების კორექტირება დამატებით რეპორტინგის ვალუტაშიy | ჩართეთ ეს პარამეტრი, თუ საჭიროა დამატებით რეპორტინგის ვალუტაში კორექტირების შესრულება. |
| ბანკის ანგარიშების კორექტირება | განსაზღვრავს, გსურთ თუ არა საბანკო ანგარიშების კორექტირება ვალუტის მერყეობის გამო. |
| კლიენტების კორექტირება | განსაზღვრავს, გსურთ თუ არა კლიენტების კორექტირება ვალუტის მერყეობის გამო. |
| მომწოდებლების კორექტირება | განსაზღვრავს, გსურთ თუ არა მომწოდებლების კორექტირება ვალუტის მერყეობის გამო. |
| თანამშრომლების კორექტირება | განსაზღვრავს, გსურთ თუ არა თანამშრომლების კორექტირება ვალუტის მერყეობის გამო. |
| წინასწარი ნახვა | გაძლევთ საშუალებას, გატარებამდე ნახოთ პარტიული დავალების მიერ შექმნილი ჩანაწერები. |
| ანალიტიკები პოზიტიური მნიშვნელობისთვის | განსაზღვრავს ანალიტიკებს მოგების ჩანაწერებისთვის, რომელიც წარმოიშვა ვალუტის მერყეობის შედეგად. |
| ანალიტიკები უარყოფითი მნიშვნელობისთვის | განსაზღვრავს ანალიტიკებს ზარალის ჩანაწერებისთვის, რომელიც წარმოიშვა ვალუტის მერყეობის შედეგად. |
| ანალიტიკების პოსტინგი | განსაზღვრავს, როგორ გსურთ ანალიტიკების გადატანა გატარებულ ლეჯერის ჩანაწერებში: წყაროს ჩანაწერის ანალიტიკები - კურსის კორექტირების ოპერაციებისთვის გამოყენებული იქნება იმ ჩანაწერების ანალიტიკები, რომლებიც კორექტირდება; ანალიტიკების გარეშე - კურსის კორექტირების ოპერაციებისთვის ანალიტიკები არ იქნება მინიჭებული; G/L ანგარიშის ანალიტიკები - კურსის კორექტირების ოპერაციებისთვის გამოყენებული იქნება კურსთაშორისი სხვაობების G/L ანგარიშებზე მითითებული ანალიტიკები; მოთხოვნის ფორმის ანალიტიკები - ურსის კორექტირების ოპერაციებისთვის გამოყენებული იქნებაe ანალიტიკები პოზიტიური მნიშვნელობისთვის და ანალიტიკები უარყოფითი მნიშვნელობისთვის ველებში მითითებული ანალიტიკები. |
პარტიული დავალების ქვედა ნაწილში მოცემულია ფილტრები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს პარტიული დავალების მოქმედების შესაზღუდად.
გაცვლითი კურსის კორექტირების პარტიული დავალების მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერების სანახავად:
- აირჩიეთ
ღილაკი, შეიყვანეთ მთავარი საბუღალტრო წიგნი, შემდეგ აირჩიეთ შესაბამისი ბმული. - გაიხსნება ყველა G/L ჩანაწერი. დააწკაპუნეთ
ღილაკზე,ომელიც ხსნის ფილტრის პანელს, და აირჩიეთ დოკუმენტის ნომერის ფილტრი. შეიყვანეთ ის დოკუმენტის ნომერი, რომელიც მითითებული იყო პარტიული დავალების გაშვებისას დოკუმენტის ნომრის ველში.