Table of Contents

მთავარი წიგნის კონფიგურაცია

მთავარი წიგნის კონფიგურაცია -სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრები ხელმისაწვდომია ამ გვერდზე, სადაც შესაძლებელია მთავარი წიგნისა და სისტემის სხვა აპლიკაციების ძირითადი პარამეტრების განსაზღვრა. ეს გვერდი გაძლევთ შესაძლებლობას დააკონფიგურიროთ ნებადართული საბუღალტრო პერიოდი, დააყენოთ ადგილობრივი და დამატებითი ვალუტები, განსაზღვროთ ანალიტიკები, ნომრების სერიები და სხვა.

მთავარ ჩანართში საჭიროა შეავსოთ შემდეგი ველები:

ველი აღწერა
ერთეულის თანხის ათწილადი ნიშნები რთეულის თანხებისთვის, საქონლის ან რესურსის ერთეულის ფასებისთვის (LCY-ში) გამოსაჩენი ათწილადი ნიშნების რაოდენობას. ნაგულისხმევი მნიშვნელობა 2:5 ნიშნავს, რომ ერთეულის თანხები გამოჩნდება მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ხუთი ათწილადი ნიშნით. ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ ფიქსირებული რიცხვი, მაგალითად 2, რაც ნიშნავს, რომ ყველა ერთეულის თანხა გამოჩნდება ორი ათწილადი ნიშნით. ვალუტების გვერდზე (Currencies) განისაზღვრება, რამდენი ათწილადი ნიშანი უნდა გამოჩნდეს უცხოურ ვალუტებში ერთეულის თანხებისთვის.
შენიშვნა ეს ველი ასევე განსაზღვრავს საქონლის ფასის ათწილადი ნიშნების რაოდენობას, რომელიც აისახება გაყიდვების დოკუმენტების ბეჭდურ ფორმებში.
ISO-ის რიცხვითი ვალუტის კოდი განსაზღვრავს ISO 4217 სტანდარტით განსაზღვრულ სამნიშნა კოდს ვალუტისთვის, რომელსაც აღნიშნული ბანკი იყენებს თავისი ანგარიშის ამონაწერში.
ვალუტის დოკუმენტებიდან თანხის გატარება განსაზღვრავს, შეიქმნება თუ არა მთავარი ჟურნალის სტრიქონები ტრანზიტული ანგარიშებისთვის, როდესაც ვალუტური ოპერაციები იქმნება.
საბუღალტრო რეგულაცია განსაზღვრავს ქვეყანას, რომლისთვისაც მიმდინარეობს საბუღალტრო აღრიცხვა.
გადავადებული გატარება ტრანზიტული ანგარიშის გავლით განსაზღვრავს, უნდა განხორციელდეს თუ არა ზოგიერთი მთავარი საბუღალტრო ჩანაწერი (G/L Entries) გადავადებული შემოსავლების ან ხარჯების გატარებისას ტრანზიტული ანგარიშის გამოყენებით (General Posting Setup-დან). ეს საჭიროა შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშებზე ბრუნვის შესამცირებლად.
ავტომატური კორესპონდენციული გატარება განსაზღვრავს, შეიქმნება თუ არა კორესპონდენციული ჩანაწერები ავტომატურად დოკუმენტის გატარებისას.

დაკავშირების მეთოდი ჩანართში საჭიროა შეავსოთ შემდეგი ველები:

ველი აღწერა
კლიენტისთვის წინასწარი გადახდების გაყოფა განსაზღვრავს შესაძლებლობას, რომ წინასწარი გადახდა ერთდროულად გადანაწილდეს რამდენიმე გამოშვებულ დოკუმენტზე, შესაბამისი კოდის კონფიგურაციის შემთხვევაში.
მომწოდებლებისთვის წინასწარი გადახდების გაყოფა განსაზღვრავს შესაძლებლობას, რომ წინასწარი გადახდა ერთდროულად გადანაწილდეს რამდენიმე გამოშვებულ დოკუმენტზე, შესაბამისი კოდის კონფიგურაციის შემთხვევაში.
წინასწარი გადახდის მონიშვნის გადატანა განსაზღვრავს, გავრცელდება თუ არა წინასწარი გადახდის ატრიბუტი (ნიშნული) ავანსზე.
შეკვეთისთვის გადახდის თარიღის კონტროლი განსაზღვრავს, რომ სისტემა გააკონტროლებს შეკვეთაზე მიბმულ გადახდის დაპოსტვის თარიღს . დაუშვებელია შეკვეთის გატარება იმაზე ადრეული თარიღით, ვიდრე გადახდის დაპოსტვის თარიღია.

ვალუტის კორექტირების ჩანართზე საჭიროა შემდეგი ველების შევსება:

ველი აღწერა
ვალუტის კორექტირება კორექციის მეთოდით განსაზღვრავს, შეიქმნება თუ არა სავალუტო (FX) კორექტირების ჩანაწერები კორექციის მეთოდის გამოყენებით.
მოგება/ზარალის დაჯამება განსაზღვრავს, უნდა აღირიცხოს თუ არა მოგების ან ზარალის ჯამური შედეგი არარეალიზებული სავალუტო სხვაობების დარიცხვისთვის.
სავალუტო კურსის კაპიტალიზაცია წინასწარ გადახდებზე განსაზღვრავს, საჭიროა თუ არა პროდუქტის ან სერვისის გადაფასება წინასწარ გადახდილი კურსით. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეალიზებული სავალუტო კურსის სხვაობა დარიცხული იქნება მომწოდებლის ოპერაციების გატარებისას.
ვალუტის კურსის კორექტირება წინასწარ გადახდებში განსაზღვრავს, გადაითვლება თუ არა გადახდის ტრანზაქციები „Exchange Rate Adjustment“ ფუნქციის გამოყენებით.
რეალიზებული მოგება/ზარალი ბანკისთვის განსაზღვრავს, ბანკის ანგარიშებზე სავალუტო სხვაობა აისახება თუ არა რეალიზებული მოგება/ზარალის ანგარიშზე.
რეალიზებული მოგება/ზარალის დაჯამება განსაზღვრავს, უნდა აღირიცხოს თუ არა მოგების ან ზარალის ჯამური შედეგი რეალიზებული სავალუტო სხვაობების დარიცხვისთვის.
სავალუტო კურსის სხვაობის გამოთვლა ლოკალური თანხებიდან განსაზღვრავს, რომ სავალუტო დოკუმენტებში ტრანზაქციის კურსსა და ეროვნული ბანკის (NBG) კურსს შორის სხვაობა დაითვლება ლოკალურის ეკვივალენტებიდან, რომლებიც დამრგვალებულია 2 ათწილადი ნიშნამდე.

ვალუტის კურსების იმპორტის ჩანართზე საჭიროა შემდეგი ველების შევსება:

ველი აღწერა
ვალუტის კურსების იმპორტი განსაზღვრავს, შესაძლებელია თუ არა „Import Currency Exch. Rate“ ბეჩ-პროცესის გაშვება.
იმპორტის კონფლიქტის გადაჭრა განსაზღვრავს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გაუშვებს „Import Currency Exch. Rate“ ბეჩ-პროცესს და აღმოჩნდება კონფლიქტური კურსები.
კურსის დაწყების თარიღის ფორმულა განსაზღვრავს თარიღის ფორმულას, რომელიც გამოიყენება კურსების იმპორტის დაწყების თარიღის დასადგენად.

დოკუმენტების დაკავშირების ჩანართზე საჭიროა შემდეგი ველების შევსება:

ველი აღწერა
შესყიდვის ინვოისების დაკავშირება განსაზღვრავს შესყიდვის ინვოისების დაკავშირებას.
შესყიდვის შეკვეთების დაკავშირება განსაზღვრავს შესყიდვის შეკვეთების დაკავშირებას.
გატარებული შესყიდვის ინვოისების დაკავშირება განსაზღვრავს გატარებული შესყიდვის ინვოისების დაკავშირებას.
გაყიდვის ინვოისების დაკავშირება განსაზღვრავს გაყიდვის ინვოისების დაკავშირებას.
გაყიდვის შეკვეთების დაკავშირება განსაზღვრავს გაყიდვის შეკვეთების დაკავშირებას.
გატარებული გაყიდვის ინვოისების დაკავშირება განსაზღვრავს გატარებული გაყიდვის ინვოისების დაკავშირებას.
სერვისის ინვოისების დაკავშირება განსაზღვრავს სერვისის ინვოისების დაკავშირებას.
სერვისის შეკვეთების დაკავშირება განსაზღვრავს სერვისის შეკვეთების დაკავშირებას.
გატარებული სერვისის ინვოისების დაკავშირება განსაზღვრავს გატარებული სერვისის ინვოისების დაკავშირებას.
წინასწარი გადახდის დაშვება ავტომატური დაკავშირებისთვის განსაზღვრავს, უნდა გამოიყენებოდეს თუ არა „Apply Prepayment“ ფუნქცია მხოლოდ „Manual“ დაკავშირების მეთოდის შემთხვევაში მომხმარებლებისა და მომწოდებლებისთვის.

ავტომატური დაკავშირების ჩანართზე საჭიროა შემდეგი ველების შევსება:

ველი აღწერა
გადახდების ავტომატური დაკავშირება განსაზღვრავს, დაკავშირდება თუ არა შექმნილი გადახდა ღია (open) გამოშვებულ დოკუმენტთან „Create payment“ ღილაკის გამოყენებით Bank Payment Journal-ში.
წინასწარი გადახდების ავტომატური დაკავშირება განსაზღვრავს, დაკავშირდება თუ არა შექმნილი გადახდა ღია გატარებულ ინვოისთან „Create payment“ ღილაკის გამოყენებით Bank Payment Journal-ში.

ნუმერაციის ჩანართზე საჭიროა შემდეგი ველების შევსება:

ველი აღწერა
ვალუტის გაყიდვის ნომრები განსაზღვრავს ნომრების სერიის კოდს, რომელიც გამოყენებული იქნება ვალუტის გაყიდვის დოკუმენტებისთვის ნომრების მისანიჭებლად.
ვალუტის შესყიდვის ნომრები განსაზღვრავს ნომრების სერიის კოდს, რომელიც გამოყენებული იქნება ვალუტის შესყიდვის დოკუმენტებისთვის ნომრების მისანიჭებლად.
ვალუტის კონვერტაციის ნომრები განსაზღვრავს ნომრების სერიის კოდს, რომელიც გამოყენებული იქნება ვალუტის კონვერტაციის დოკუმენტებისთვის ნომრების მისანიჭებლად.
კონტროლირებადი ოპერაციების ნომრები განსაზღვრავს ნომრების სერიის კოდს, რომელიც გამოყენებული იქნება კონტროლირებადი ოპერაციების ანგარიშგებებისთვის ნომრების მისანიჭებლად.

სასარგებლო ბმულები

ვალუტა

ვალუტის კურსების იმპორტი

ბანკის გადახდის ჟურნალი

ვალუტის კურსის კორექტირება

კონტროლირებადი ოპერაციების რეპორტი

საკანონმდებლო ანგარიშებთან მუშაობა