Table of Contents

კომპანიათაშორისი რეკონსილაცია

იმ შემთხვევებში, როდესაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ ურთიერთვალდებულებები აქვთ, მათ შეუძლიათ ურთიერთმოთხოვნების გაქვითვა კომერციული ვალდებულებების დასაფარად. ამის განხორციელება შესაძლებელია Business Central-ში კლიენტებისა და მომწოდებლების წმინდა ნაშთები ფუნქციის გამოყენებით.

მომწოდებლისა და კლიენტების ბარათებს შორის კავშირის შექმნა

ურთიერთვალდებულებების გასაქვითად, კონტრაგენტი ერთდროულად უნდა იყოს როგორც მომწოდებელი, ასევე მომხმარებელი.

მომწოდებლისა და კლიენტის ბარათებს შორის კავშირი კონტაქტის ბარათისcards მეშვეობით იქმნება. მაგალითად, თუ სისტემაში უკვე არსებობს მომწოდებლის ბარათი, შესაძლებელია ამ მომწოდებლის კონტაქტის ბარათიდან კლიენტის ბარათის შექმნა. ამისათვის გადადით მომწოდებლის კონტაქტის ბარათზე და დააჭირეთ მოქმედება > ფუნქციები > შექმენი როგორც> კლიენტი. შეიქმნება ახალი კლიენტის ბარათი, რომელიც მომწოდებლის ბარათის იდენტური იქნება.

თუ სისტემაში უკვე არსებობს როგორც მომწოდებლის, ისე კლიენტის ბარათი, მათი დაკავშირება შესაძლებელია მომწოდებლის ან კლიენტის კონტაქტის ბარათზე გადასვლით და დაკავშირებული > კონტაქტი > ორგანიზაცია > ბიზნეს პარტნიორები, ბრძანების არჩევით. შემდეგ დაამატეთ მომწოდებლის ან კლიენტის ბიზნესურთიერთობის კოდი, და მიუთითეთ შესაბამისი მომწოდებლის ან კლიენტის ნომერი.

შენიშვნა: კლიენტის და მომწოდებლის ბიზნესურთიერთობის კოდები განსხვავებული უნდა იყოს. კონტაქტებისთვის ბიზნესურთიერთობის კოდების კონფიგურაცია ხორციელდება მარკეტინგის კონფიგურაცია გვერდზე.

მთავარი ჟურნალის სექციის კონფიგურაცია

ფინანსურ ჟურნალში გაქვითვის გატარებების შესაქმნელად, საჭიროა შემდეგი პარამეტრების კონფიგურაცია:

  • ველში მოკორესპონდენტო ანგარიშის ტიპი აირჩიეთ ბუღალტრული ანგარიში.
  • ველში მოკორესპონდენტო ანგარიშის ნომერი. მიუთითეთ საბალანსო ანგარიში, რომელიც გამოყენებული იქნება ურთიერთვალდებულებების ასასახად.

გატარებების შექმნა მთავარი ჟურნალში

  1. დააჭირეთ ღილაკს , Search რათა გახსნათ ძებნა ფუნქცია და შეიყვანეთ მთავარი ჟურნალი და გადადით შესაბამის ბმულზე.
  2. გახსენით შესაბამისი მთავარი ჟურნალის სექცია.
  3. დააჭირეთ მოქმედება > ფუნქცია > კლიენტებისა და მომწოდებლების წმინდა ნაშთები.
  4. ანგარიშის მოთხოვნის გვერდზე შეავსეთ ველები შემდეგნაირად:
ველი აღწერა
დაპოსტვის თარიღი მიუთითეთ თარიღი, რომლითაც გაქვითვის ოპერაცია დაიპოსტება.
აღწერა მიუთითეთ გაქვითვის ოპერაციების აღწერა.
დოკუმენტის ნომერი. შეიყვანეთ დოკუმენტის ნომერი, რომელიც გამოყენებული იქნება გაქვითვის ოპერაციის აღრიცხვისთვის.
მომწოდებლის ნომერი. აირჩიეთ იმ მომწოდებლის ნომერი, რომლისთვისაც უნდა განხორციელდეს გაქვითვა.
Calc. By Agreement განსაზღვრავს, რომ მომწოდებლისა და მასთან დაკავშირებული კლიენტის ნაშთების გამოთვლა განხორციელდება ხელშეკრულებების მიხედვით. თუ ეს პარამეტრი ჩართულია, ანგარიშის გვერდზე გამოჩნდება მონაცემების გაფილტვრის შესაძლებლობა მომწოდებლისა და მომხმარებლის ხელშეკრულებების მიხედვით.
მომწოდებლის ხელშეკრულების ნომერი. განსაზღვრავს ფილტრს მომწოდებლის ხელშეკრულების ნომრის მიხედვით.
კლიენტის ნომერი. განსაზღვრავს მომწოდებელთან დაკავშირებულ კლიენტს.
კლიენტის ხელშეკრულების ნომერი. განსაზღვრავს ფილტრს დაკავშირებულ კლიენტთან არსებული ხელშეკრულების ნომრის მიხედვით.
  1. დააჭირეთ OK. შესაბამისი გატარებები შეიქმნება მთავარ ჟურნალში.
  2. დააჭირეთ დაპოსტვა.

ასევე შესაძლებელია გაქვითვის აქტის ბეჭდური ფორმის ამობეჭდვა მთავარი ჟურნალიდან ან კლიენტის/მომწოდებლის ლეჯერის ჩანაწერებიდან, ღილაკზე რეკონსილაციის აქტის ბეჭდვა დაჭერით.