Table of Contents

ამორტიზაციის შაბლონების შექმნა

ამორტიზაციის შაბლონები გამოიყენება ძირითადი საშუალების ბარათის შექმნისას და ამორტიზაციის გამოთვლის გაშვებისას.

  1. დააჭირეთ ღილაკს Search გახსენით ძებნა, ჩაწერეთ ამორტიზაციის შაბლონები, და გადადით შესაბამის ბმულზე.
  2. ამორტიზაციის შაბლონები გვერდზე დააჭირეთ ახალი რათა შექმნათ ახალი შაბლონი.
  3. შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი:
ველი აღწერა
ამორტიზაციის წიგნის კოდი მიუთითეთ ამორტიზაციის წიგნის კოდი შესაქმნელი შაბლონისთვის.
ძირითადი საშუალების კლასის კოდი მიუთითეთ ძირითადი საშუალების კლასის კოდი შესაქმნელი შაბლონისთვის.
ძირითადი საშუალების ქვეკლასის კოდი მიუთითეთ ძირითადი საშუალების ქვეკლასის კოდი შესაქმნელი შაბლონისთვის.
ძირითადი საშუალების პოსტინგ ჯგუფი მიუთითეთ ძირითადი საშუალების პოსტინგ ჯგუფი შერჩეული ამორტიზაციის წიგნის, კლასისა და ქვეკლასისთვის.
ამორტიზაციის მეთოდი მიუთითეთ ამორტიზაციის მეთოდი შესაქმნელი შაბლონისთვის.
ამორტიზაციის პროცენტი - წრფივი განსაზღვრავს წლიური ამორტიზაციის პროცენტს წრფივი ამორტიზაციის მეთოდისთვის.
ამორტიზაციის პერიოდი - წლები მიუთითებს ამორტიზაციის პერიოდის ხანგრძლივობას წლებში.
ამორტიზაციის პერიოდი - თვეები მიუთითებს ამორტიზაციის პერიოდის ხანგრძლივობას თვეებში. ავტომატურად ივსება ამორტიზაციის პერიოდი -წლები ველის შევსებისას.
ამორტიზაციის ფიქსირებულ თანხა განსაზღვრავს წლიური ამორტიზაციის ფიქსირებულ თანხას.
კლებადი ნაშთის მეთოდის % მიუთითებს წლიური ამორტიზაციის ფიქსირებულ პროცენტს ნარჩენი ღირებულების შემცირების მეთოდისთვის.
ამორტიზაციის ცხრილის კოდი მიუთითებს ამორტიზაციის ცხრილის კოდს ინდივიდუალური ამორტიზაციის მეთოდისთვის.
ინვენტარიზაციის ნომერი. მიუთითებს ძირითადი საშუალებების ინვენტარული ნომრების სერიას.

ერთი ამორტიზაციის წიგნისთვის შესაძლებელია რამდენიმე ამორტიზაციის შაბლონის შექმნა.

See Also

ძირითადი საშუალების ბარათი
ძირითადი საშუალების ბარათის შექმნა
ძირითადი საშუალების შეძენა და დამატებითი ხარჯების განაწილება
ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში შეყვანის აქტი
ნომენკლატურის ძირითად საშუალებად გადატანა