Table of Contents

თანამშრომელთა ხელმოწერები

იმ შემთხვევებისთვის, როდესაც აუცილებელია პასუხისმგებელი თანამშრომლების მიერ შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერა, შექმნილია ფუნქცია თანამშრომელთა ხელმოწერები. ასევე, ამ ფუნქციის გამოყენებით შესაძლებელია თანამშრომელთა სავალდებულო ხელმოწერების განსაზღვრა.

თანამშრომელთა ხელმოწერები შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგ დოკუმენტებში

  • შესყიდვის შეკვეთა, ინვოისი, კრედიტ მემო
  • გაყიდვის დაბრუნების შეკვეთა, ინვოისი, კრედიტ მემო,
  • შიდა გადაადგილების ორდერი, შესყიდვის ინვოისი, გაყიდვის ინვოისი,
  • მარაგების შეკვეთა,
  • მიღებისა და ჩამოწერის აქტები,
  • ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში მიღების აქტი,
  • ძირითადი საშუალების გადაადგილების აქტი,
  • ძირითადი საშუალების მოდერნიზაციის აქტი,
  • ძირითადი საშუალების ინვენტარიზაციის აქტი,
  • ძირითადი საშუალების ჩამოწერის აქტი,
  • კომპლექტაციის ორდერი.

კონფიგურაცია ძირითად თანამშრომელთა ხელმოწერებისთვის

  1. აირჩიეთ Search , შეიყვანეთ ძირითადი ხელმოწერების კონფიგურაცია, და შემდეგ აირჩიეთ შესაბამისი ბმული.
  2. გვერდზე ძირითადი ხელმოწერების კონფიგურაცია შეავსეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილი ველები:
ველი აღწერა
ცხრილის ID აირჩიეთ იმ ცხრილის კოდი, რომელიც უკავშირდება ძირითადი ხელმოწერების კონფიგურაციის ინფორმაციას.
ცხრილის დასახელება Iივსება ავტომატურად..
დოკუმენტის ტიპი აირჩიეთ დოკუმენტის ტიპი, რომლისთვისაც უნდა განისაზღვროს ძირითადი ხელმოწერა.
თანამშრომლის ტიპი აირჩიეთ თანამშრომლის როლი, რომელიც პასუხისმგებელია არჩეულ დოკუმენტზე.
თანამშრომლის ნომერი. აირჩიეთ არჩეულ დოკუმენტზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ნომერი.
სავალდებულო ჩართეთ ეს პარამეტრი, თუ დოკუმენტისთვის ხელმოწერა სავალდებულოა. დოკუმენტის გატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელმოწერა მითითებულია.
მინდობილობის აღწერა მიუთითეთ არჩეული თანამშრომლის მინდობილობის აღწერა.
მინდობილობის ნომერი. Sმიუთითეთ არჩეული თანამშრომლის მინდობილობის ნომერი.
მინდობილობის თარიღი მიუთითეთ არჩეული თანამშრომლის მინდობილობის თარიღი.

ძირითადი ხელმოწერები ავტომატურად მიენიჭება ყველა კონფიგურირებულ დოკუმენტს მათი შექმნისას.

დოკუმენტის ხელმოწერა

  1. გახსენით სასურველი ხელმოსაწერი დოკუმენტი.
  2. აირჩიეთ თანამშრომელთა ხელმოწერები.
  3. თითოეული თანამშრომლისთვის შეავსეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილი ველები.
ველი აღწერა
თანამშრომლის ტიპი აირჩიეთ არჩეულ დოკუმენტზე პასუხისმგებელი თანამშრომლის როლი.
თანამშრომლის ნომერი აირჩიეთ არჩეულ დოკუმენტზე პასუხისმგებელი თანამშრომლის კოდი.
თანამშრომლის სახელი არჩეული თანამშრომლის სახელი. ივსება ავტომატურად.
თანამშრომლის თანამდებობა არჩეული თანამშრომლის თანამდებობა. ივსება ავტომატურად.
თანამშრომლის ორგანიზაციული ერთეული განყოფილება, რომელთანაც დაკავშირებულია თანამშრომელი. ივსება ავტომატურად.

ხელმოწერილი დოკუმენტის გატარებისას მინიჭებული ხელმოწერები ავტომატურად გადაიტანება შესაბამის გატარებულ დოკუმენტში.