თანხა ვალუტაში
ოპერაციული ანგარიშგების მონაცემების ანალიზის მიზნით, მთავარ საბუღალტრო წიგნში დამატებულია ველები თანხა ვალუტაში, თანხა ვალუტაში დებეტი, თანხა ვალუტაში კრედიტი და ორიგინალი ვალუტის კოდი. ეს ველები აჩვენებს ინფორმაციას უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების თანხებისა და ვალუტის კოდების შესახებ მომწოდებლის, კლიენტის და საბანკო ანგარიშის წყაროს ტიპებისთვის.
ველები თანხა ვალუტაში, თანხა ვალუტაში დებეტი და თანხა ვალუტაში დებეტი ავტომატურად ივსება გატარებების დაპოსტვისას:
- მთავარი საბუღალტრო ჟურნალის სტრიქონების შემთხვევაში, სადაც მითითებულია ორიგინალი ვალუტის კოდი;
- შესყიდვის დოკუმენტების შემთხვევაში, სადაც მითითებულია ორიგინალი ვალუტის კოდი და შესაბამისი ტრანზაქცია აისახება მომწოდებლის საბუღალტრო ჩანაწერებში;
- გაყიდვის დოკუმენტების შემთხვევაში, სადაც მითითებულია ორიგინალი ვალუტის კოდი და შესაბამისი ტრანზაქცია აისახება კლიენტის საბუღალტრო ჩანაწერებში;
- სერვისის დოკუმენტების შემთხვევაში, სადაც მითითებულია ორიგინალი ვალუტის კოდი და შესაბამისი ტრანზაქცია აისახება კლიენტის საბუღალტრო ჩანაწერებში.
შენიშვნა შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშებისთვის ველები თანხა ვალუტაში, თანხა ვალუტაში დებეტი და თანხა ვალუტაში დებეტი არ ივსება.
ვალუტაში ჩანაწერების ანალიზისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ გვერდი დეტალური ბრუნვითი უწყისი.