Table of Contents

ძირითადი საშუალების ბარათის შექმნა

ძირითადი საშუალებების შექმნამდე და აღრიცხვამდე საჭიროა სისტემის პარამეტრების შემოწმება, კერძოდ:

  • ძირითადი საშუალების კლასები, ძირითადი საშუალების ქვეკლასები და ძირითადი საშუალების ლოკაცია გვერდებზე უნდა შეიქმნას ძირითადი საშუალებების კლასები, ქვეკლასები და მდებარეობები;
  • ამორტიზაციის წიგნები გვერდზე უნდა შეიქმნას და დაკონფიგურირდეს ამორტიზაციის წიგნები გამოყენების მიზნის შესაბამისად;
  • ამორტიზაციის ცხრილები გვერდზე უნდა შეიქმნას და დაკონფიგურირდეს ამორტიზაციის ცხრილები, რომლებიც გამოიყენება ინდივიდუალური ამორტიზაციის მეთოდში;
  • ამორტიზაციის შაბლონები გვერდზე უნდა შეიქმნას ამორტიზაციის შაბლონები. იხილეთ ამორტიზაციის შაბლონები;
  • ძირითადი საშუალების პარამეტრები გვერდზე საჭიროა ზოგადი პარამეტრების შემოწმება და ძირითადი საშუალების დასაპოსტი დოკუმენტებისთვის ნომრების სერიების განსაზღვრა.

ძირითადი საშუალების ბარათის შექმნა

  1. დააჭირეთ Search ძებნის გასახსნელად, შეიყვანეთ ძირითადი საშუალებები, და გადადით ბმულზე.
  2. ძირითადი საშუალებებ სიის გვერდზე დააჭირეთ, click ახალი ახალი ძირითადი საშუალების შესაქმნელად.
  3. ახალ ძირითადი საშუალების ბარათზე შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი:
    • ნომერი ველი ავტომატურად შეივსება დაკონფიგურირებული ნომრების სერიის შესაბამისად;
    • შეავსეთ აღწერა, ძირითადი საშუალების კლასის კოდი და ძირითადი საშუალების ქვეკლასის კოდი ველები. არჩეული ძირითადი საშუალების ქვეკლასის შესაბამისად ამორტიზაციის წიგნები ჩანართზე გამოჩნდება დაკონფიგურირებული ამორტიზაციის შაბლონებიდან მიღებული ამორტიზაციის წიგნები;
    • აირჩიეთ ძირითადი საშუალების ტიპი;
    • საინვენტარო ნომერი ველი ავტომატურად შეივსება, თუ არჩეული ძირითადი საშუალების ქვეკლასისთვის ამორტიზაციის შაბლონის გვერდზე დაკონფიგურებულია საინვენტარო ნომრის სერია;
    • ძირითადი საშუალების ლოკაციის კოდი, პასუხისმგებელი თანამშრომელი ველები ავტომატურად შეივსება შესყიდვის დოკუმენტის ან ძირითადი საშუალების მიღების აქტის დაპოსტვის შემდეგ. ამ დოკუმენტებში ძირითადი საშუალების შესახებ აღნიშნული ინფორმაცია სავალდებულოა;
    • სტატუსი ველი ასევე ავტომატურად მიიღებს მნიშვნელობას დაპოსტილი ძირითადი საშუალების დოკუმენტების შესაბამისად. სტატუსის დოკუმენტის ნომერი, სტატუსის თარიღი და პირველი გამოშვების თარიღი ველები ავტომატურად შეივსება და აჩვენებს ინფორმაციას იმ დოკუმენტის შესახებ, რომელმაც გამოიწვია ძირითადი საშუალების სტატუსის ცვლილება;
    • სატრანსპორტო საშუალებები ჩანართზე შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებების ინფორმაციის გახსნა სატრანსპორტო ქვეკლასის მქონე ძირითადი საშუალებებისთვის.

ძირითადი საშუალება შეიძლება შეიქმნას არსებული ძირითადი საშუალების კოპირებით. ამისათვის, ძირითადი საშუალების ბარათის გვერდზე ან ძირითადი საშუალებების სიის გვერდზე, დააჭირეთ მოქმედება > ძირითადი საშუალების კოპირება. მოთხოვნის ფანჯარაში უნდა მიუთითოთ დასაკოპირებელი ძირითადი საშუალების ნომერი, კოპიების რაოდენობა, პირველი ძირითადი საშუალების ნომერი თუ კოპიების რაოდენობა 1-ზე მეტია, და განსაზღვროთ გამოყენებული იქნება თუ არა ძირითადი საშუალების პარამეტრებში დაკონფიგურირებული ნომრების სერია.

სასარგებლო ბმულები

ძირითადი საშუალების ბარათი
ძირითადი საშუალების შეძენა და დამატებითი ხარჯების განაწილება
ამორტიზაციის შაბლონების შექმნა
ძირითადი საშუალების მიღების აქტი
ძირითადი საშუალების მომწოდებელთან დაბრუნება
საქონლის ძირითად საშუალებად გადატანა
ძირითადი საშუალებების რემონტი და მოდერნიზაცია
ძირითადი საშუალებების შიდა გადაადგილება
ძირითადი საშუალების ჩამოწერა
ძირითადი საშუალების გაყიდვა
ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია