Table of Contents

ძირითადი საშუალების შეძენა და დამატებითი ხარჯების განაწილება

ძირითადი საშუალების ბარათის შექმნის შემდეგ, მისი არსებობა სისტემაში შეიძლება დადასტურდეს შესყიდვის დოკუმენტით: შესყიდვის ორდერით ან ინვოისით.

შესყიდვის ორდერის შესაქმნელად:

  1. დააჭირეთ Search რათა გახსნათ ძებნა, შეიყვანეთ შესყიდვის ორდერი, და გადადით შესაბამის ბმულზე.
  2. ორდერების სიის გვერდზე დააჭირეთ ახალს რათა შექმნათ ახალი ორდერი.
  3. ახალ ორდერში აირჩიეთ მომწოდებელი და მიუთითეთ დოკუმენტის თარიღები.
  4. შეავსეთ ორდერის სტრიქონები:
    • ველში ტიპი აირჩიეთ ძირითადი საშუალება,
    • ველში ნომერი. მიუთითეთ ახლად შექმნილი ძირითადი საშუალების ნომერი,
    • ველში ერთეულის პირდაპირი ღირებულება დღგ-ის გარეშე იუთითეთ ძირითადი საშუალების ღირებულება,,
    • ძირითადი საშუალებისთვის სავალდებულოა ველები მდებარეობის კოდი და თანამშრომლის ნომერი. .
  5. დოკუმენტის გასატარებლად დააჭირეთ დაპოსტვა > მიღება და ინვოისი.

შესყიდვის დოკუმენტის გატარების შემდეგ ძირითადი საშუალების სტატუსი შეიცვლება ინვენტარზე, ხოლო იმ ძირითადი საშუალებისთვის, რომლის ტიპია მომავალი ხარჯი - სტატუსი შეიცვლება ექსპლუატაციაში.

თუ ძირითადი საშუალების შეძენის პროცესში გაჩნდა დამატებითი ხარჯები, მათი განაწილება შესაძლებელია ან იმავე დოკუმენტში, ან შესყიდვის შემდეგ ცალკე დოკუმენტით რამდენიმე ძირითად საშუალებაზე.

თუ დამატებითი ხარჯების განაწილება ხორციელდება იმავე დოკუმენტში, სადაც ხდება ძირითადი საშუალების შეძენა, შეასრულეთ შემდეგი ნაბიჯები:

  1. ინვოისის სტრიქონებში, ველში ტიპი აირჩიეთ ხარჯი (საქონელი); ველში ნომერი. აირჩიეთ ხარჯის ნომერი და მიუთითეთ რაოდენობა და ერთეულის პირდაპირი ღირებულება დღგ-ის გარეშე.
  2. ინვოისის სტრიქონების მენიუში დააჭირეთ ფუნქციები > FA ხარჯების დავალება.
  3. ფანჯარაში FA ხარჯების დავალება ავტომატურად გამოჩნდება სტრიქონები შესყიდვის დოკუმენტში მითითებული ძირითადი საშუალებებით.
  4. შემდეგ დააჭირეთ ქმედებები > FA ხარჯების დავალების შეთავაზება და აირჩიეთ განაწილების ტიპი თანაბრად და თანხა. თანაბარი განაწილების შემთხვევაში ხარჯი თანაბრად ნაწილდება არჩეულ ძირითად საშუალებებზე,პროპორციული განაწილების შემთხვევაში თითოეულ ძირითად საშუალებას მიენიჭება იმ წილის შესაბამისი ხარჯი, რაც მას ეკუთვნის საერთო სიაში.
  5. ხარჯების განაწილების შემდეგ ინვოისი უნდა გაატაროთ. დამატებითი ხარჯების თანხა დაემატება ძირითადი საშუალების საბალანსო ღირებულებას.

შენიშვნა თუ ერთსა და იმავე შესყიდვის დოკუმენტში რამდენიმე დამატებითი ხარჯი ნაწილდება, ყოველი შემდეგი განაწილების საფუძველი იქნება ძირითადი საშუალების ღირებულება და უკვე ადრე განაწილებული დამატებითი ხარჯები.

უკვე შეძენილ ძირითად საშუალებებზე დამატებითი ხარჯების განაწილებისას, ფანჯარაში FA ხარჯების დავალება დააჭირეთ ქმედებები > აირჩიეთ FA და აირჩიეთ ერთი ან რამდენიმე ძირითადი საშუალება შეთავაზებული სიიდან.

შენიშვნა
ცალკე დოკუმენტით დამატებითი ხარჯების განაწილება შესაძლებელია მხოლოდ იმ ძირითად საშუალებებზე, რომელთა სტატუსია ინვენტარი ანუ ჯერ არ არის ექსპლუატაციაში შეყვანილი.

იხილეთ აგრეთვე

ძირითადი საშუალების ბარათი
ძირითადი საშუალების ბარათის შექმნა
ამორტიზაციის შაბლონების შექმნა
ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში შეყვანის აქტი
საქონლის ძირითად საშუალებაში გადატანა
ძირითადი საშუალების დაბრუნება მომწოდებელზე