Table of Contents

ძირითადი საშუალების ჩამოწერა

ძირითადი საშუალების გაყიდვის ან სხვა მიზეზით ჩამოწერის შემთხვევაში აუცილებელია ჩამოწერის თანხის გატარება, რათა მოხდეს მოგების ან ზარალის გამოთვლა და აღრიცხვა.

ძირითადი საშუალებების ჩამოწერის გასატარებლად Business Central იყენებს ძირითადი საშუალებების ჩამოწერის ფუნქციონალს. ჩამოწერის მიზეზი შეიძლება იყოს ძირითადი საშუალების ლიკვიდაცია ან გაყიდვა.

შენიშვნა
ჩამოწერის ჩანაწერი უნდა იყოს ძირითადი საშუალებისთვის გატარებული ბოლო ჩანაწერი. არასწორი ჩამოწერის ჩანაწერების გაუქმება შესაძლებელია ჩანაწერების გაუქმების ფუნქციის გამოყენებით ძირითადი საშუალების ბუღალტრული ჩანაწერების გვერდზე.

პარამეტრები

ძირითადი საშუალებების ჩამოწერამდე საჭიროა ძირითადი საშუალებების ჩამოწერის მიზეზების გატარების პარამეტრების განსაზღვრა:

  • ძირითადი საშუალებების პარამეტრების გვერდზე, აირჩიეთ მნიშვნელობები ველებში ჩამოწერის მიზეზი და ჩამოწერის მიზეზი ლიკვიდაციისთვის ,
  • ძირითადი საშუალებების პარამეტრების გვერდზე, ჩანართში ნუმერაცია აირჩიეთ მნიშვნელობები ველებში ჩამოწერის ნომრები. და დაპოსტილი ჩამოწერის ნომრები. .

შენიშვნა
თუ ძირითადი საშუალების გაყიდვისას სისტემაში ჩამოწერის აქტის შექმნა არ გჭირდებათ ძირითადი საშუალებების პარამეტრების გვერდზე ჩართეთ პარამეტრი ლიკვიდაცია ჩამოწერის აქტის გარეშე .

შენიშვნა
ჩამოწერის ფუნქციონალი საშუალებას იძლევა ძირითადი საშუალება ჩამოიწეროს მის კომპონენტებთან ერთად. ასეთი ჩამოწერის პირობებია: ძირითადი საშუალების სტატუსი = ექსპლუატაციაში; ძირითადი საშუალებას და მის კომპონენტებს უნდა ჰქონდეთ ერთი და იგივე მდებარეობის კოდი; ხოლო კომპონენტები მანამდე არ უნდა იყვნენ ჩამოწერილი (მათაც უნდა ჰქონდეთ სტატუსი = ექსპლუატაციაში).

ძირითადი საშუალების ჩამოწერის შექმნა

  1. დააჭირეთ Search რათა გახსნათ ძებნა, შეიყვანეთ ძირითადი საშუალებების ჩამოწერა, და გადადით შესაბამის ბმულზე.
  2. დააჭირეთ ახალს.
  3. ძირითადი საშუალების ჩამოწერის აქტში, ჩანართზე ზოგადი შეავსეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილი ველები:
ველი აღწერა
ნომერი. ნომერი ავტომატურად განისაზღვრება ძირითადი საშუალებების პარამეტრების გვერდზე ველში ჩამოწერის ნომერი. მითითებული ნომრების სერიის შესაბამისად.
დაპოსტვის აღწერა გატარების დროს გამოყენებული ტექსტი, მაგალითად, აუდიტორებისთვის განკუთვნილი ინფორმაცია. ივსება ავტომატურად.
საფუძველი დოკუმენტის ნომერი. მიუთითეთ იმ პირველადი დოკუმენტის ნომერი, რომელიც წარმოადგენს ძირითადი საშუალების ჩამოწერის საფუძველს.
საფუძველი დოკუმენტის თარიღი მიუთითეთ იმ პირველადი დოკუმენტის თარიღი, რომელიც წარმოადგენს ძირითადი საშუალების ჩამოწერის საფუძველს. ეს ინფორმაცია გამოიყენება ძირითადი საშუალებების ანგარიშგებებსა და ჩანაწერებში.
მიზეზი განსაზღვრავს ძირითადი საშუალების ჩანაწერის მიზეზს. გამოიყენება დოკუმენტის ბეჭდურ ფორმაში.
ძირითადი საშუალების მდებარეობის კოდი აირჩიეთ იმ საწყობის კოდი, სადაც ძირითადი საშუალება ინახება.
ძირითადი საშუალებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ნომერი. აირჩიეთ იმ თანამშრომლის ნომერი, რომელსაც ეკუთვნის ძირითადი საშუალება.
დღგ-ის ბიზნეს გატარების ჯგუფი აირჩიეთ დღგ-ის ბიზნეს ჯგუფი, რომელიც გამოყენებული იქნება დღგ-ის ინვოისის შექმნისას, თუ ძირითადი საშუალების ლიკვიდაცია ხდება გადასახადის გადამხდელის საკუთარი გადაწყვეტილებით.
დაპოსტვის თარიღი მიუთითეთ გატარების თარიღი. ჩამოწერის გატარების თარიღი უნდა იყოს არჩეულ ძირითად საშუალებაზე ბოლო გატარების თარიღზე გვიან.
ძირითადი საშუალების დაპოსტვის თარიღი მიუთითეთ ძირითადი საშუალების გატარების თარიღი. ჩამოწერის გატარების თარიღი უნდა იყოს არჩეულ ძირითად საშუალებაზე ბოლო გატარების თარიღზე გვიან.
გარე დოკუმენტის ნომერი. მიუთითეთ დოკუმენტის ნომერი, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის ან მომწოდებლის ნუმერაციის სისტემასთან.
დაპოსტვის ნომერი. გატარების ნომერი, რომელიც გამოიყენება ძირითადი საშუალების აქტის გატარებისთვის. ავტომატურად ივსება დოკუმენტის ნომრით.
  1. სტრიქონების ჩანართზე აირჩიეთ ჩამოსაწერი ძირითადი საშუალება.
  2. ველში მიზეზის კოდი აირჩიეთ ჩამოწერის მიზეზი. მიზეზის კოდის არჩევა გავლენას ახდენს იმ ანგარიშის არჩევაზე, რომელიც გამოყენებული იქნება გატარებისას. თუ დოკუმენტში მითითებული მიზეზის კოდი ემთხვევა ძირითადი საშუალებების პარამეტრების გვერდზე ველში ჩამოწერის მიზეზი მითითებულ მიზეზის კოდს, გატარებისას გამოყენებული იქნება შესაბამისი ძირითადი საშუალების გატარების ჯგუფში ველში ჩამოწერის ხარჯების ანგარიში მითითებული ანგარიში; წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება ველში ზარალის ანგარიში ჩამოწერისას მითითებული ანგარიში.
  3. ძირითადი საშუალების ჩამოწერის აქტის სტრიქონში ველი დღგ-ის პროდუქტის გატარების ჯგუფი ავტომატურად ივსება იმ გენერალური წიგნის ანგარიშის (G/L Account) ბარათიდან აღებული დღგ-ის პროდუქტის გატარების ჯგუფით, რომელიც შესაბამისი ძირითადი საშუალების გატარების ჯგუფისთვის მითითებულია ველში შეძენის ღირებულების ანგარიში .
  4. დოკუმენტის ხელმოსაწერად დააჭირეთ თანამშრომელთა ხელმოწერებს .
  5. დააჭირეთ დაპოსტვა. გატარებული დოკუმენტი წაიშლება ძირითადი საშუალებების ჩამოწერის სიიდან, ხოლო შეიქმნება შესაბამისი გენერალური წიგნისა და ძირითადი საშუალების ბუღალტრული ჩანაწერები. ძირითადი საშუალების სტატუსი შეიცვლება ჩამოწერილზე.

იხილეთ აგრეთვე

ძირითადი საშუალების ბარათი
ძირითადი საშუალების ბარათის შექმნა
ძირითადი საშუალების შეძენა და დამატებითი ხარჯების განაწილება
ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში შეყვანის აქტი
საქონლის ძირითად საშუალებაში გადატანა
ძირითადი საშუალების გაყიდვა