Table of Contents

ძირითადი საშუალების გაყიდვა

ძირითადი საშუალების გაყიდვისას აუცილებელია გასხვისების თანხის გატარება, რათა მოხდეს მოგების ან ზარალის გამოთვლა და აღრიცხვა. ჩამოწერის გატარება უნდა იყოს ძირითადი საშუალებისთვის განხორციელებული ბოლო გატარება.

შენიშვნა
გაყიდვა შესაძლებელია მხოლოდ იმ ძირითადი საშუალებებისთვის, რომლებსაც აქვთ მარაგი, ექსპლუატაცია, გასაყიდი სტატუსი.

პარამეტრები

ძირითადი საშუალების გაყიდვამდე საჭიროა ძირითადი საშუალებების პარამეტრები-ს კონფიგურაცია:

  1. ძირითადი საშუალების გასხვისება ჩამოწერის აქტის გარეშე ველში ჩართეთ შესაბამისი პარამეტრი, თუ გაყიდვის აღრიცხვისთვის არ არის საჭირო ძირითადი საშუალების ჩამოწერის აქტი შექმნას. თუ საჭიროა სისტემაში აღრიცხული ძირითადი საშუალების ჩამოწერის აქტი კონტროლისთვის, აღნიშნული პარამეტრი გამორთული უნდა იყოს.
  2. ჩართეთ ავტომატურად ჩამოწერილი ამორტიზაციის წიგნები პარამეტრი თუ გსურთ, რომ ძირითადი საშუალების ღირებულება მისი გაყიდვის ან ჩამოწერისას ყველა ამორტიზაციის წიგნიდან ავტომატურად ჩამოიწეროს.

გაყიდვა და გაყიდვის გატარებების ნახვა

ძირითადი საშუალების გაყიდვისას გაყიდვის თანხა აისახება მთავარ საბუღალტრო წიგნში, სადაც შესაძლებელია შედეგის ნახვა.

  1. შექმენით გაყიდვის ინვოისი.
  2. სტრიქონების ჩანართზე, ტიპი და ნომერი. ველებში აირჩიეთ გასაყიდი ძირითადი საშუალება.
  3. გაატარეთ დაპოსტვა გაყიდვის ინვოისის.
  4. დააჭირეთ ღილაკს Search გახსენით ძებნა, ჩაწერეთ ძირითადი საშუალებები, და გადადით შესაბამის ბმულზე.
  5. სიიდან აირჩიეთ ძირითადი საშუალება, რომლის გატარებების ნახვაც გსურთ, შემდეგ დააჭირეთ დაკავშირებული > ისტორია > საბუღალტრო წიგნის ჩანაწერები.
  6. აირჩიეთ ის სტრიქონი, სადაც ძირითადი საშუალების პოსტინგ კატეგორია ველში მითითებულია რეალიზაცია/ჩამოწერა შემდეგ დააჭირეთ ძბუღალტრული ჩანაწერების ნახვა....
  7. ბუღალტრული ჩანაწერების ნახვის გვერდზე აირჩიეთ მთავარი წიგნის ჩანაწერი სტრიქონი და დააჭირეთ ჩვენება.
    გაიხსნება ბუღალტრული ტრანზაქციები გვერდი, სადაც შეგიძლიათ იხილოთ გაყიდვის შედეგად შექმნილი გატარებები.

ძირითადი საშუალების გაყიდვის დაბრუნება და უკუგატარება

გაყიდული ძირითადი საშუალების დაბრუნების ან გაყიდვის ოპერაციის უკუგატარებისთვის გამოიყენება გაყიდვის კორექტირება დოკუმენტი:

  1. დააჭირეთ ღილაკს Searchგახსენით ძებნა ჩაწერეთr Sგაყიდვის კორექტირება და აირჩიეთ შესაბამისი ბმული.
  2. დააჭირეთ ახალი ახალი დოკუმენტის შესაქმნელად.
  3. დააჭირეთ მომზადება > Cდოკუმენტის კოპირება რათა კრედიტ მემოს ველები შეივსოს არსებული დოკუმენტის მონაცემებით.
  4. მონიშნეთ კორექტირება ველი, თუ საჭიროა ძირითადი საშუალების გაყიდვის ოპერაციის უკუგატარება. დაბრუნების ოპერაციის შემთხვევაში ეს ველი მონიშნული არ უნდა იყოს.
  5. დააჭირეთ დაპოსტვა.

შენიშვნა:
ძირითადი საშუალებებისთვის შეუძლებელია გაყიდვის კორექტირების შექმნა დაპოსტილი გაყიდვის ინვოისის გვერდზე არსებული გაყიდვის კორექტირების შექმნა ფუნქციის გამოყენებით.

See Also

ძირითადი საშუალების ბარათი
ძირითადი საშუალების ბარათის შექმნა
ძირითადი საშუალების შეძენა და დამატებითი ხარჯების განაწილება
[ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში შეყვანის აქტი
ნომენკლატურის ძირითად საშუალებად გადატანა
ძირითადი საშუალების ჩამოწერა