საწყობის მიღება
საწარმოს საწყობში მატერიალური ფასეულობების მიღების ფაქტის ასახვისთვის გამოიყენება საწყობის მიღება დოკუმენტი.
პარამეტრები
ამ დოკუმენტთან მუშაობის დაწყებამდე გადაამოწმეთ შემდეგი პარამეტრები მარაგის კონფიგურაცია გვერდზე:
- ნუმერაცია ჩანართზე განსაზღვრულია ნომრების სერიები საწყობის მიღება და დაპოსტილი საწყობის მიღება.
- ლოკაცია ჩანართზე, ლოკაცია სავალდებულო ველში მითითებულია, სავალდებულოა თუ არა საწყობის მითითება ნომენკლატურის დოკუმენტების დაპოსტვისას.
დოკუმენტის შექმნა
საწყობის მიღების შექმნისთვის:
- დააჭირეთ ღილაკს
გახსენით ძებნა, ჩაწერეთ საწყობის მიღება და გადადით შესაბამის ბმულზე. - საწყობის მიღება სიის გვერდზე დააჭირეთ ახალი ახალი დოკუმენტის შესაქმნელად.
- დოკუმენტის სათაურში ლოკაციის კოდი ველში მიუთითეთ საწყობი, სადაც მოხდება ნომენკლატურის მიღება. ასევე სავალდებულოა დაპოსტვის თარიღი და მთავარი ბიზნეს პოსტინგ ჯგუფები ველები.
- დოკუმენტის სტრიქონებში შეავსეთ ნომენკლატურის ნომერი., რაოდენობა და ერთეულის ღირებულება ველები.
- დააჭირეთ ბეჭდვა დოკუმენტის ბეჭდური ფორმის ამოსაბეჭდად.
- დააჭირეთ ბეჭდვა დოკუმენტის დასაპოსტად. შესაბამისად შეიქმნება ბუღალტრული ანგარიში და მარაგების რეგისტრის ჩანაწერები.
დოკუმენტის უკუგატარება
თუ საჭიროა გატარებული საწყობის მიღების დოკუმენტის გაუქმება, შეასრულეთ შემდეგი ნაბიჯები:
- საწყობის მიღება სიის გვერდზე დააჭირეთ ახალი ახალი დოკუმენტის შესაქმნელად.
- დააჭირეთ მოქმედება > ფუნქციები > დოკუმენტის კოპირება.
- დოკუმენტის კოპირების ფანჯარაში აირჩიეთ დაპოსტილი მიღება დოკუმენტის ტიპი და შესაბამისი დაპოსტილი საწყობის მირების დოკუმენტის ნომერი. დააჭირეთ OK.
- დაპოსტილი საწყობის მიღების სათაური და სტრიქონები დაკოპირდება ახალ დოკუმენტში.
- დოკუმენტის სათაურში დააჭირეთ კორექტირება რათა ეს ოპერაცია დაიპოსტოს როგორც უკუგატარება.
- დააჭირეთ დაპოსტვა დოკუმენტის დასაპოსტად. შესაბამისად შეიქმნება უკუგატარების ბუღალტრული ანგარიში და მარაგების რეგისტრის ჩანაწერები.